ანუნაკები
შუამდინარულ მითოლოგიაში გვხვდება ცნობა არსებების შესახებ, რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ, მათი ზომები 3-5 მეტრს აღწევდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი – ათასეულობით წელს, მათ ანუნაკებს უწოდებენ. ერთი ვერსიით, ანუნაკები სირიუსიდან მოვიდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, რომელიც უფრო გავრცელებულია – ნიბირუდან, იგივე პლანეტა X. ეს პლანეტა, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობდა, ყოველ 3 600 წელიწადში უახლოვდებოდა დედამიწას და ანუნაკებიც სწორედ ამ პლანეტიდან მოდიოდნენ ჩვენთან. ანუნაკები ადამიანებზე განვითარებულები იყვნენ. ისინი დედამიწაზე იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ოქროს მოპოვება სურდათ. ამის გამო დედამიწაზე ჩამოიყვანეს რეპტილოიდების განსხვავებული სახეობები ინუაკები და ინუნები, რომლებიც შემდეგ აჯანყდნენ, ხოლო ანუნაკებმა მუშახელად ადამიანები გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ადამიანის შრომა ვერც კი შეედრებოდა იმას, რასაც რეპტილოიდები აკეთებდნენ. ამის გამო ყველაზე ჭკვიანმა ანუნაკმა ენქიმ ადამიანის ევოლუცია დააჩქარა გარკვეული გენეტიკური ჩარევებით და ადამიანი გააუმჯობესა.

კომენტარები