ამაო Ძახილი

ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და დაფნარი ტოკავს, ტოკავს…

და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი მძაფრი ღრენით სალ კლდეს

ლოკავს…

ჰორიზონტი ალისფერი, ჰორიზონტი ცის ფერადის

ზღვიდან ცამდის, ციდან ზღვამდის მზის ალმურში ჩადის… ჩადის!

ვდგევარ მთაზე, ვდგევარ მარტო, ვდგევარ ერთი, ვდგევარ ობლად…

შორეული არვინა სჩანს, არვინაა არც მახლობლად.

მხოლოდ ერთი იალქანი, ვით ღამის ფრთა გარხეული,

დაქანაობს ქარისაგან დაფლეთილი, დახეული.

ჩუ, ძახილიც ისმის ზღვიდან: “ვიღუპები, ჰაუ-უუ…ნავი!”

ალბათ, ვინმე იღუპება…ზღვაა კუბო და საფლავი.

და ზღვა ხარობს…ზღვის უფსკრული თავგანწირულ მებრძოლს

ელის.

მაგრამ აქ თავს ვინ გასწირავს? ან მენავეს ვინ უშველის?

ვინ გაიგებს მომაკვდავის განუსაზღვრელ ბოღმა-ნაღველს?

ვინ რას ეძებს გედის ჰანგებს, სხვა ოცნების გამომსახველს?

სად არიან მეგობრები, ნუთუ ყველა ზღვამ დაჰფარა?

ზღვაზე კაცი იღუპება, შველა უნდა, ნავი, ჩქარა!

მაგრამ კმარა, აღარ ისმის არც ქვითინი, არც გოდება,

დაიღუპა! სივრცემ შთანთქა ის ამაო მოწოდება…

ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და ნაძვნარი ტოკავს, ტოკავს,

და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი, სალ კლდეს ებრძვის, ღრღნის დალოკავს!ლოკავს!   

                     გალაქტიონ ტაბიᲫე

 

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ამაო Ძახილი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება