ადამიანობა❤️❤️❤️‍🩹

”ადამიანობა რა არის?”- მკითხა მან და დაბნეული მზერა მომაპყრობა..

”ადამიანობა?!”

დავფიქრდი და პასუხის ძიებას შევუდექი..

არვიცი ყველა ადამიანს თავის ახსნა აქვს ამ მცნებაზე ვთქვი ბოლოს და მე თვითონვე მივხვდი რომ ჩემი პასუხი ის ნამდვილად არ იყო რასაც ჩემგან ელოდნენ..

”შენთვის რა არის ადამიანობა?!”_ ამჯერად უფრო კონკრეტულისკენ გადაუხვია..

სიგარეტს გავუკიდე,ღრმა ნაფასი დავარტყი..

”ნუ აი როგორ გითხრა..”

”როგორც თვლი”

”ჩემთვის ადამიანობა სიკეთეა,სიყვარულია,მეგობრობაა,ნდობაა,გატანაა,ერთგულებაა..

სხვისი ბედნიერებით რომ ხარობ,ტკივილი რომ გტკივა..

ქუჩაში მოხუცი მათხოვრების დანახვაზე გული რომ გეკუმშება და საკუთარი თავის რომ გრცხვენია მაშინ როცა 20 თეთრს ვერ იმეტებ მათთვის მარტო იმიტომ რომ მერე გზის ფული არ გექნება,ფეხით კი ვერ წახვალ ამ სიცივეში..

თუმცა არა ალბათ უფრო დიდი ადამიანობა იქნებოდა გზის ფული მათხოვარს მისცე და ყინვის მიუხედავად ფეხით გაუყვე სახლამდე გზას..

კიდევ ადამიანობაა ქუჩაში რამდენიმე ”კაი ტიპი” რომ ვიღაცას აშნირებს ან ცემს და გამბედაობა გეყოფა საკუთარ თავზე ფიქრს არ დაიწყებ მეც არ მომხვდესო და ამ ადამიანს გამოექომაგები..

ადამიანობაა უკანასკნელი 50თეთრით ნაყიდ პურს რომელიც იდეაში მთელი დღის სარჩო სანოვაგე უნდა იყოს შენთვის მშიერ ციგნის ბავშვებს რომ დაურიგებ..

მოხუცებულებს გზაზე გადასვლაში და ტვირთის თრევაში რომ ეხმარები..

მაწანწალა ძაღლებს რომ დააპურებ..

და საერთოდ ადამიანობა ყველა კეთილი საქმეა რომელსაც გააკეთებ და სათნოებაა..

სიკეთის მარცვალი თუ არაა შენში არც ადამიანი ხარ..”

”შენ თვლი რომ ხარ?”

სიცილი შევიკავე ძლივს შევიკავე, სახეზე შემხმარი ღიმილით თვალი გავუსწორე მის საოცრად სევდიან ნაცრისფერ თვალებს..

”ვისაც სათნოებაზე და სიკეთეზე საუბარი შეუძლია ყველა ადამიანი არაა სამწუხაროდ..

ძალიან ბევრს ამ საუბრით ნიღაბს მიღმა სწორედ ბოღმის და ბოროტების დამალვა უნდათ..

მე ადამიანი მას შემდეგ აღარ ვარ რაც აღარ ვმუშაობ და ჩემების მოცემული 5 თუ 10 ლარი მენანება მათხოვრებისთვის..

სახლში წამოსვლისას უკანასკნელი 50 თეთრს ვიტოვებ და აღარ ვაპურებ ციგნის ბავშვებს..

მაწანწალა ძაღლების უფრო მეშინია ვიდრე მეცოდებიან..

ეგ კიარა ადამიანებისაც მეშინია და ვერიდები..

მე ადამიანი მას შემდეგ ვეღარ ვარ როცა მივხვდი რომ არავის სულ არავის არ სჭირდებოდა ეს ჩემი ადამიანობა და სიკეთე..

თუმცა იყო დრო ვიყავი..

ალბათ ვიყავი..

ან იქნებ მეგონა კიდეც”

სადღაც ნახევარ საათიანი სიჩუმე ჩამოვარდა..

ან იქნებ მე მომეჩვენა ნახევარ საათად..

”მინდა ადამიანობა დაიბრუნო,ძალიან მინდა.. მე დაგეხმარები.. აი ამ დღეებში ჩემს მამაოსთან მიგიყვან.. მიგიყვან და დაგალაპარაკებ..

შენ ხომ ადრე ეკლესიური იყავი არა?!

შენ ომ ძალიან გწამდა არა?!

გალობდი ხო?!

მარხულობდი?!

წირვებზე დადიოდი..”

”მონასტერშიც ვიყავი ორი კვირით 🙂 დარჩენა მინდოდა მასინ,მაგრამ მამაომ არ დამიტოვა,შენ უფალს ერში სჭირდებიო”..

”ხო მაგრამ უფალს ერში სჭირდებიო იმას ხომ არ ნიშნავდა რომ შენ დაგევიწყებინა უფალი..

ჩაგეკლა შენში ყველაფერი რაც ანათებდა..”

”არვიცი”

”მე ვიცი..

შენ უნდა დაბრუნდე..

უნდა დაიბრუნო ღმერთი..

უნდა დაიბრუნო სიკეთის სიყვარული..

უნდა დაიბრუნო შენს თავში იმის შეგრძნება რომ ადამიანი ხარ..

უნდა დაიბრუნო ნათელი რომელსაც ასხივებდი”

”შევეცდები”..

ხვალ დილით ეკლესიაში მივდივარ..

ძალიან ვნერვიულობ შინაგანად..

არვიცი რაღაც აი ძალიან მეშინია..

იმდენად რო ვზივარ და ცრემლები მომდის იმაზე ფიქრით რომ მოძღვარი რომ მკითხავს ბოლოს როდის ილოცეო ომის დროსთქო ვუპასუხებ..

ისიც იმიტომ რომ ძალიან შემეშინდა და იქნებ ღმერთმა მაინც მიშველოს და ლოცვა დავიწყეთქო..

ბოლოს ეკლესიაში როდის იყავი წირვაზეო თუ მკითხა..

6 წლის წინთქო როგორ ვუპასუხო..

და საერთოდ..

არვიცი რატომ მინდა რომ დავბრუნდე..

არვიცი შევძლებ კი ისევ ისეთი გავხდე და საკუთარი თავი იმ ყველაფერი ცუდისგან გავფილტრო რაც დამიგროვდა?!

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ადამიანობა❤️❤️❤️‍🩹

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება