ადამიანი და მისი უფლებები განსაზღვრავს საკონსტიტუციოსამართლის არსს!

ზოგადად,კონსტიტუცია ყველაზე მნიშველოვანი დოკუმენტია,თავისი არსიდან

გამომდინარე.ის არეგულირებს ყველა იმ ღირებულ და ფასეულ კანონს,რაც

შემდგომში ერთმნიშვნელოვანდ უზრუნველყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს

ჩამოყალიბებას.პირველ რიგში,კონსტიტუცია განსაზღვრავს ადამიანის უფლებებსა

და თავისუფლებებს,ვინაიდან სწორედ კონსტიტუციის უმრავლესი მუხლი ხაზს

უსვამს ადამიანის,როგორც ინდივიდის თავისუფლების უფლებებს.

კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სამართლის წარმოშობას

მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.ის,როგორც თანამედროვე დემოკრატიის

უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი თავისი იურიდიული,სოციალური და

პოლიტიკური დანიშნულებით მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა.დღეს-

დღეობით კი მას წარმატებულად იყენებს ყველა განვითარებული

სახელმწიფო,რომლის მიზანიც დემოკრატიული და თავისუფალი გარემოს

შექმნაა,ყველა მოქალაქისთვის.რაც შეეხება მის განმარტებას,ყველა არსებული

ცნების საფუძველზე ის შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: „კონსტიტუცია

არის სამართლებრივი აქტი ან აქტების ერთობლიობა,რომელიც მიღებულია

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ ან რეფერენდუმის

გზით,გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა და არეგულირებს საზოგადოებისა და

სახელმწიფო ორგანიზაციის საფუძვლებს,ასევე პიროვნებისა და სახელმწიფოს

ურთიერთობის ძირითად პრინციპებს“.აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას,რომ

ადამიანი და მისი უფლებები განსაზღვრავს საკონსტიტუციო სამართლის

არსს,სწორედ ისევე,როგორც საკონსტიტუციო სამართალი განსაზღვრავს ადამიანსა

და მის უფლებებს.ეს უკანასკნელი ორი ცნება ერთმანეთთან

პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია და ერთი მეორეს არ

გამორიცხავს.მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს

საკონსტიტუციო სამართლის კავშირი ადამიანთან და მის უფლებებთან.

საქარველოს კონსტიტუციას წამძღვარებულიაქვს ერთგვარი პრეამბულა,რომელიც

ცხადყოფს,თუ როგორი სახის სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაისახა მიზნად

ქართველმა საზოგადოებამ.მათი მიზანი,როგორც ჩანს იყო

სამართლებრივი,დემოკრატიული და სოციალურად მყარი სახელმწიფოს

შექმნა.ბესიკ ლოლაძე ნაშრომში:“სახელმწიფო-საფრთხე ადამიანის ძირითადი

უფლებებისა და თავისუფლებისთვუს?“,სწორედ ამ კუთხით განიხილავს

სახელმწიფოს პრინციპებს,როგორც ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ

ღირებულებას.ამ შემთხვევაში სოციალური სახელმწიფო თითქმის გაიგივებულია

დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოსთან.მხოლოდ დემოკრატიული

სახელმწიფოების კონსტიტუციები დაფუძვნებულია ფასეულობათა ერთიან

სისტემაზე „და თუ საქართველოს აქვს პრეტენზია განეკუთვნებოდეს ამ

სახელმწიფოთა ჯგუფს,მაშინ მთელი კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგი

უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს-ინდივიდუალური თავისუფლების

განმტკიცებასა და დაცვას“(ბესიკ ლოლაძე).თუმცა,უმნიშვნელოვანესი,და შეიძლება

ითქვას წინააღმდეგობრივი კითხვაა,ის თუ რამდენადაა საქართველო თავისი არსით

თავისუფალი სახელმწიფო.ეს მეტად სადავო საკითხია,რომელის

დასამტკიცებლადაც,არსებობს მრავალი არგუმენტი და ამასთან

კონტრარგუმენტიც,თუმცა დღესდღეობით ცხადია,რომ იმ მნიშვნელოვან

დემოკრატიულ პრინციპებს,რომლებსაც განსაზღვრავს კონსტიტუცია ადამიანის

უფლებებთან მიმართებაში ნაკლებადაა გათვალისწინებული და დაცული.დღეს

საქართველო ნელ-ნელა და ეტაპობრივად „მიექანება“ არადემოკრატიული

პრინციპებისკენ,რაც გამოხატულია თუნაც არჩევნებით.მაგრამ ეს ნაკლებად

მნიშვნელოვანია ამ თემის განხილვისას,ვინაიდან ზოგადად ფაქტია,რომ ადამიანის

უფლებებს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სამართალი თავისი არსით.

ამის არგუმენტია ის ფაქტი,რომ საქართველოს კონსტიტუციაში,მაგალითად,მეორე

თავი დათმობილი აქვს მთლიანად ადამიანის ძირითად უფლებებს,მისი ღირსების

ხელშეუვალობას(მუხლი9),პიროვნების თავისუფალი განვითარების

უფლებას(მუხლი12),თანასწორობის უფლებას (მუხლი11),რწმენის,აღმსარებლობის

უფლებას(მუხლი16),ასევე დამტკიცებულია,რომ ადამიანს აქვს სუბიექტური აზრის

გამოთქმის უფლება თავისუფლად,მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და

ინტერნეტისთავისუფლების უფლებები(მუხლი17),თუმცა ლოგიკურია,რომ

ადამიანის თავისუფლება არ ნიშნავს იმას,რომ მას აქვს ნებისმიერი ქმედების

განხორციელების უფლება,რასაც კონსტიტუცია ანიჭებს,ვინაიდან იმ შემთხვევაში

თუ სუბიექტი,საკუთარი უფლების განხორციელებისას (თავისუფლად) რაიმე სახით

ზინას მიაყენებს სხვა პიროვნებას,თავისთავად დაისჯება შესაბამისი

კანონმდებლობის,კოდექსის,მუხლის მიხედევით.ფაქტია,რომ კონსტიტუცია

არამხოლოდ განსაზღვრავს,თავისი არსიდან გამომდინარე,ადამიანის უფლებებსა

და თავისუფლებებს,არამედ არეგულირებს მათ,რათა შედეგი დადგეს

სამართლებრივი,სწორი,გააზრებული,მისაღები და ყველასთვის

თანასწორი.ვინაიდან,ყველა განვითარებულ სახელმწიფოში თავისუფლების

სამართლებრივი ტერმინი არ ნიშნავს იმას,რომ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე

აკეთო ის,რაც გინდა.თავისუფლების მსგავსი პრიმიტიული გაგება,არანაირად არ

უნდა იქცეს კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით თავისუფლების

აღქმის წერტილად,რადგან მგონია,რომ არ არსებობს თავისუფლება რაღაც

საზღვრებისა და სამართლებრივი წესრიგის გარეშე. პიროვნების კონსტიტუციით

მინიჭებული თავისუფლების უფლება,არ უნდა აზიანებდეს სხვა

სუბიექტს,რომელსაც ასევე აქვს უფლება იარსებოს უსაფრთხო,მშვიდ

სახელმწიფოში და იგრძნოს თავი დაცულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,შეიძლება ითქვას,რომ ადამიანის

უფლებები,ადამიანი და საკონსტიტუციო სამართლის არსი პირდაპირ კავშირშია

ერთმანეთთან.სწორედ საკონსტიტუციო სამართალია ის სამართალი,რომელიც

ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლების უფლების

განხორციელებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე.ასევე,საკონსტიტუციო

სამართალი ანიჭებს პიროვნებას,როგორც თავისუფალ მოქალაქეს,იმ ყველა საჭირო

უფლებას და თავისუფლებას,რაც საჭიროა

ნამდვილი,ცივილიზებული,დემოკრატიული სახელმწიფოს

ჩამოყალიბებისთვის.დემოკრატიისა და სამართლებრივი პრინციპების თანაარსებობა

კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,თუ დემოკრატია მხოლოდ უმრავლესობას არ

ემსახურება და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსებისა და თავისუფლების

დაცვას უზრუნველყოფს.საბოლოოდ,ჩემი აზრით,დემოკრატიულ და

კონსტიტუციურსამართლებრივ სახელმწიფოში თითოეულმა ადამიანმა უნდა

იგრძნოს,რომ მისი ღირსება,გამოხატვის უფლება დაცულია,რაც შედეგად მოგვცემს

პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობას, როგორც უმრავლესობის,ასევე

უმცირესობაში მყოფი საზოგადოებისთვისაც.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ადამიანი და მისი უფლებები განსაზღვრავს საკონსტიტუციოსამართლის არსს!

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება